- კლერკი
- (თანაშემწე) ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს, უწყების მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. კლერმა თავის ყოველგვარ საქმიანობაში უნდა გამორიცხოს უმართებულობა, შეუსაბამობა და არაკორექტულობა; თავისი სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს გულდასმით და მიუკერძოებლად; შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, რომელთა მიზანია კანონების, სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების აღსრულების გაუმჯობესება; ისე უნდა დაარეგულიროს თავისი სამსახურის გარე საქმიანობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი ამ საქმიანობის შეუთავსებლობისა სამსახურეობრივ მოვალეობასთან; რეგულარულად უნდა წარმოადგინოს ანგარიში იმ ანაზღაურებათა და ჯილდოთა შესახებ, რომელიც მიიღო არასამსახურებრივი საქმიანობით; თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური მოღვაწეობისაგან.Source: შტაატსი იოჰან ფრიდრიხ. მართლმსაჯულების ეთიკა (გერმანია) // ალმანახი № 3,– [მართლმსაჯულების სამართალი],–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–2003.
Georgian encyclopedia. 2013.